ხშირად, ადამიანებში გაურკვევლოაბას იწვევს ვეგანიზმი და ვეგეტარიანიზმი და ვერ ხვდებიან მათ შორის განსხვავებას.

ვეგეტარიანიზმი დიდი ხანია არსებობს და ვეგანური დიეტა შედარებით ახალია და მათ ბევრი საერთო აქვთ. თუმცა, განსხვავებაც დიდია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვეგეტარიანელი არ ჭამს ცხოველის და ფრინველის ხორცს და თევზს. ხოლო, ვეგანი არის უფრო მკაცრი ვეგეტარიანელი, რომელიც ასევე არ მიირთმევს ცხოველურ ნაწარმს, როგორიცაა რძე, კვერცხი და სხვა.

თუმცა, არსებობს ვეგეტარიანიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელთა შორის განსხვავება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანია.

ვეგანსა და ვეგეტარიანელს შორის განსხვავების გასაგებად, უკეთესია თუ უფრო მეტი რამ გვეცოდინება თითოეულ დიეტაზე.

რა არის ვეგეტარიანიზმი?

ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანელი არის ის, ვინც არ ჭამს არანაირი სახის ხორცს და ზოგადად ცხოველის ნაწარმს. თუმცა არსებობს გამონაკლისები და ვეგეტარიანიზმის სახეობები.

ვეგეტარიანული დიეტა ძირითადად შეიცავს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს, პარკოსნებს, თხილს და სხვა მსგავსი პროდუქტისგან დამზადებულ კერძს და დესერტს. ასევე, ზოგი ვეგეტარიანელი მიირთმევს რძეს, თაფლს და კვერცხს.

ვეგეტარიანიზმის რამოდენიმე სახეობაა:

  • ლაქტო-ოვო ვეგეტარიანიზმი: ამ ტიპის ვეგეტარიანელები არ მიირთმევენ ხორცს, მაგრამ მოიხმარენ რძისგან და კვერცხისგან დამზადებულ პროდუქტებს.
  • ლაქტო ვეგეტარიანიზმი: ვეგეტარიანელები, რომლებიც თავს არიდებენ ხორცს და კვერცხს, მაგრამ მოიხმარენ რძის პროდუქტებს.
  • ოვო ვეგეტარიანელები: ვეგეტარიანელები, რომლებიც არ მიირთმევენ არანაირ ცხოველურ პროდუქტს, გარდა კვერცხისა.

ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ ცხოველის და ფრინველის ხორცს მაგრამ მიირთმევენ თევზს, ითვლებიან პესკატარიანელებად, ხოლო ადამიანები რომლებიც პერიოდულად იცავენ ვეგეტარიანულ დიეტას, მოიხსენიებენ როგორც ფლექსიტარიანელები.

რა არის ვეგანიზმი?

ვეგანიზმი

ვეგანური დიეტა შეიძლება ჩაითვალოს ვეგეტარიანიზმის ყველაზე მკაცრ ფორმად. ვეგანიზმი ამჟამად განსაზღვრულია, როგორც ცხოვრების წესი და ის მხოლოდ ვეგანური კერძებით არ შემოიფარგლება.

ის ცდილობს მაქსიმალურად გამორიცხოს ცხოველების ექსპლუატაციისა და სისასტიკის ყველა ფორმა. ეს მოიცავს ექსპლუატაციას საკვებისა და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღების მიზნით.

ანუ, ვეგანური დიეტა გამორიცხავს არა მხოლოდ ნებისმიერი სახის ხორცს, არამედ რძის პროდუქტებს, კვერცხს და სხვა. ვეგანები ასევე არ მიირთმევენ თაფლს და ცილას.

მიუხედავად, იმისა რომ ვეგანიზმს და ვეგეტარიანიზმს შორის არსებობს სხვადასხვა მცირე განსხვავება საკვების მხრივ, ხშირად მიდგომა და იდეოლოგია ერთია.

მაგალითად, როგორც ვეგანმა, ასევე ვეგეტარიანელმა შეიძლება ამოიღონ ხორცი დიეტადან ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის გამო.

ზოგადად, ვეგანიზმი უფრო მკაცრი დიეტაა და ხშირად განიხილება ცხოვრების წესად, რომელიც საკვების მიღების გარდა, დაკავშირებულია ცხოველთა უფლებების დაცვასთან.

ამ მიზეზით, ბევრი ვეგანი ასევე თავს არიდებს აბრეშუმის, მატყლის, ტყავის ან ზამშის შემცველი ტანსაცმლის ყიდვას. ასევე, მოიხმარენ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს.

შეჯამება

ასე, რომ განსხვავება ვეგანიზმსა და ვეგეტარიანიზმს შორის საკმაოდ დიდია, თუმცა მათ საერთოც აქვთ. ვეგანიზმი გაცილებით მკაცრი ფორმაა და ის უფრო ცხოვრების წესია, ვიდრე მხოლოდ ცხოველური ნაწარმის არ მიღება.