თუ ეძებ გემრიელ და ნოყიერ ვეგანურ კერძებს, რომლებას დაამატებ თქვენი რეცეპტების სიას, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.

ვეგანური კერძები არის ძალიან ჯანსაღი, ნოყიერი და გემრიელი და მათი მომზადება საკმაოდ მარტივია, ამიტომაც აუცილებლად უნდ აისწავლო მათი მომზადება.

შეიძლება სულაც არ ხარ ვეგანი და უბრალოდ ცდილობ შენს რაციონში მეტი მცენარეული კერძი შეიტანო, რაც ძალიან კარგია.

1. ბოლონეზე

ბოლონეზე

მართალია, ბოლონეზე სოუსია, მაგრამ ის ისეთი ნოყიერია, კერძადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. ის უხდება მრავალ კერძს, განსაკუთრებით გემრიელი კი სპაგეტთან ერთად არის.

ვეგანური ბლონეზე არა მხოლოდ გემრიელი კერძია, არამედ ძალიან ჯანსაღი და ნოყიერი, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ სასურველი ინგრედიენტი ან სუნელები და გახადოთ უნიკალური და კიდევ უფრო მრავალფეროვანი.

2. სოკოს და კარტოფილის ჰაში

კარტოფილის ჰაში

რაც შეეხება მსუბუქ ვეგანური კერძებს, ჰაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ვეგანური ვერსია, ჰაში სოკოთი და კარტოფილით, მზადდება კარტოფილით, სოკოთი, სოის რძით და პომიდვრით რაც მას მსუბუქ, გემრიელ და დამანაყრებელ კერძად აქცევს.

მისი მომზადება ძალიან მარტივია და ვისაც კარტოფილი უყვარს, მათთვის ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მისი მირთმევა შეიძლება საუზმეზე, ლანჩზე, ან სულაც ვახშამზე და შეგიძლიათ მიირთვათ სხვა კერძთან ერთად და გემრიელი ვეგანური დესერტიც დააყოლოთ.

3. ფალაფელის ბურგერი

ფალაფელის ბურგერი

თუ თქვენ ეძებთ ვეგანურ კერძს, რომელიც მარტივად მზადდება, სავსეა პროტეინებით და მრავალფეროვანი გემოებით, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯო ფალაფელის ბურგერი. ის ძალიან მარტივი მოსამზადებელაი და შესანიშნავია ლანჩზე წასახემსებლად.

მართალია, მისი მთავარი ინგრედიენტი ფალაფელია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბურგერია, შეგიძლია დაამატო ნებისმიერი ბოსტნეული, სუნელი, და ა.შ. ის გემრიელი და ნოყიერია და არავეგანებისთვისაც შესანიშნავი წასახემსებელია.

4. რამენი

რამენი

რამენი პოპულარული იაპონური კერძია, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი აზიური და წვნიანი კერძია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტრადიციულად მზადდება ხორცზე დაფუძნებული ბულიონებითა და კვერცხით, რამენის ვეგანური ვერსიაც ზუსტად ისეთივე გემრიელი და ნოყიერია, როგორც ორიგინალი.

რამენის მრავალი ვერსია არსებობს და თქვენ გაქვთ თავისუფლება ინგრედიენტების მხრივ. ასე, რომ თუ გსურთ წვნიანი და მსუბუქი ვეგანური კერძით დატკბეთ და ჯანსაღად იკვებოთ, აუცილებლად უნდა ისწავლოთ რამენის ვეგანური ვერსიის მომზადება.

5. ბურიტო

ბურიტო

ბურიტო არის უგემრიელესი და ნოყიერი მექსიკური კერძი, რომელიც შესანიშნავია თუ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი გსურთ. მიუხედავად, იმისა რომ ვეგანური ბურიტო არ შეიცავს ხორცს, ის ძალიან ნოყიერი და რა თქმა უნდა, უგემრიელესია.

მისი მომზადების შემდეგ მიიღებთ არომატულ, ჯანსაღ და უგემრიელეს კერძს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ლანჩზე. ასევე, მისი სიმარტივის და გემოს გამო, ვეგანური ბურიტო ძალიან კარგი ვარიანტია პატარა წვეულებისთვის, მეგობრების წრეში.

შეჯამება

ყველა ეს ვეგანური კერძი არის ძალიან გემრიელი და საკმაოდ მარტივი მოსამზადებელი. ამიტომ, აუცილებლად დაამატეთ თქვენი რეცეპტების სიას, ისწავლეთ მათი მომზადება და დატკბით მათი გემოებით.