მრავალი გემრიელი და განსხვავებული ვეგანური დესერტი არსებობს, რომლებიც შეგიძ₾იათ თქვენ თვითონ მოამზადოთ.
არ აქვს როგორი გემოვნება გაქვთ – გიყვართ შოკოლადი, მჟავე ხილი თუ სხვა, აუცილებლად მოიძებნება თქვენთვის განკუთვნილი ვეგანური დესერტი.
და ეს დესერტები არა მარტო ვეგანებისთვის არის განკუთვნილი, არამედ არავეგან ადამიანსაც კი აუცილებლად მოეწონება.
ასე, რომ თუ ხარ ვეგანი და ძალიან გიყვარს ტკბილეული, იპოვე შენთვის განკუთვნილი დესერტი აქ ჩამოთვლილ, უგემრიელესი ტკბილეულის სიიდან.
1. შოკოლადის ტარტი
ვეგანური შოკოლადის ტარტი განსაკუთრებულად გემრიელი დესერტია მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს. მას აქვს ხრაშუნა ბისკვიტი და შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ქოქოსის რძე, კაკაო და შავი შოკოლადი, ხოლო მისი შიგთავსი ძალიან ნაზი და კრემისებურია.
ეს არის შესანიშნავი დესერტი ჩაისთან ან ყავასთან მისაყოლებლად ან თქვენი პატარა წვეულებისთვის. თქვენ აუცილებლა დმოახდენთ შთაბეჭდილებას თქვენს სტუმრებზე.
2. ლიმონის ჩიზქეიქი
კლასიკური დესერტის ეს ვეგანური ვერსია მზადდება ნუშით და ქოქოსის კრემით, რაც მას აძლევს მდიდარ და კრემისებრ ტექსტურას, რომელიც აუცილებლად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
ლიმონის წვენისა და ცედრას დამატება მატებს მომჟავო და გამაგრილებელ გემოს, რომელიც შესანიშნავად უხდება ტკბილ, თხილიან ქერქს. ლიმონის ჩიზქეიქი ძალიან კარგი დესერტია მათთვის, ვისაც უყვარს მომჟავო არომატის და კრემისებური შიგთავსის კომბინაცია.
3. ვაფლი
ვინ თქვა, რომ ვაფლი მხოლოდ საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ? ვეგანური ვაფლი არის ძალიან კარგი დესერტი დღის ნებისმიერი პერიოდისთვის.
ის გარედან არის ხრაშუნა, შიგნიდან რბილი და ფუმფულა და ძალიან მოუხდება თუ რომელიმე ხილს ან სიროფს მოასხამთ ზემოდან. ზოგადად, ვაფლის მომზადება ძალიან მარტივია და ერთი რეცეპტიდან რამოდენიმე ვაფლი შეგიძ₾იათ მოამზადოთ.
4. ვაშლის ნამცხვარი
ვაშლის ნამცხვარი ძალიან პოპულარული და გემრიელი დესერტია მათთვის, ვისაც ნამცხვარი და ზოგადად ტკბილეული უყვარს. მისი მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და შეიძლება სხვა ხილიც კი შეურიოთ გემოების გასამდიდრებლად.
ვაშლის ნამცხვრის ვეგანური ვერსია შეიცავს ვეგანურ კარაქს და კვერცხის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლის სოუსი. ეს შესანიშნავი დესერტია ნებისმიერი სეზონისთვის, განსაკუთრებით კი შემოდგომის და ზამთრის თვეებში და უხდება ნებისმიერ ვეგანურ კერძს.
5. ტირამისუ
ტირამისუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი იტალიური დესერტია მრავალი ადამიანისთვის. ხოლო მისი ვეგანური ვერსია ზუსტად ისეთივე გემრიელი, როგორც ორიგინალი და მას არაფრით არ ჩამოუვარდება.
ვეგანური ტირამისუ შესაძლებელია მომზადდეს ქოქოსის რძით და ნუშით, რის შედეგადაც ის ისეთივე მდიდარი და გემრიელია, როგორც ორიგინალი. ეს ვეგანური დესერტი შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარს ყავასთან მისაყოლებელი დესერტები.
შეჯამება
ყველა აქ ჩამოთვლილი ვეგანური დესერტი გემრიელია და შეგიძლიატ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ასევე, მათი მომზადება საკმაოდ მარტივია და ძალიან მცირე ძალისხმევას და ინგრედიენტს მოითხოვს.