ვაფლი ძალიან მარტივი მოსამზადებელი და შესანიშნავი დესერტია, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ. ის შეიძლება მიაყოლოთ ჩაის, ყავას, წვენს ან უბრალოდ წაიხემსოთ.
და თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივი რეცეპტის მიხედვით მოამზადოთ ვეგანური ვაფლი. ის ძალიან გემრიელი და განსხვავებულია და ამ რეცეპტით 10-12 ვაფლი მზადდება.
როგორ მოვამზადოთ ვეგანური ვაფლი
ამ ვეგანური ვაფლის მომზადება ყველათვის ძალიან მარტივია და მოითხოვს ძალიან მცირე ძალისხმევას და ინგრედიენტებს. თქვენ დაგჭირდებათ ფქვილი, ვეგანური კარაქი და დამატებით რამოდენიმე ინგრედიენტი.
ინგრედიენტები
მომზადების წესი
თასში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი) და ნახევარი ჩკ მარილი, ხოლო ცალკე თასში აურიეთ ვეგანური კარაქი და შაქარი. შემდეგ, სოიოს რძე ჩაასხით კონტეინერში და შეურიეთ დაახლოებით 175 მლ წყალი.
წყლის და სოიოს რძის ნარევი ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილიან თასში, განუწყვეტლივ ურიეთ და შემდეგ დაუმატეთ კარაქისა და შაქრის ნაზავი და განაგრძეთ მორევა, სანამ არ მიიღებთ გლუვ ცომს. თუ ცომი ძალიან გამკვრივდა, დაამტეთ წყალი ან სოიოს რძე.
ამასობაში, გააცხელეთ ვაფლის ტოსტერი და ორივე ზედაპირზე წაუსვით კარაქი. მოათავსეთ დაახლოებით 3 სკ ცომი გაცხელებულ ტოსტერში, დახურეთ და დაელოდეთ 4-6 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ვაფლი უნდა იყოს ოქროს შეფერილობის.
გაიმეორეთ იგივე დარჩენილი ცომით და თქვენ 10-12 უგემრიელეს ვეგანურ ვაფლს მიიღებთ, რომელსაც შეგიძლიათ სასურველი ტოპინგი მოასხათ და მიირთვათ ჩაისთან ან ყავასთან ერთად.