თქვენ გსურთ უგემრიელსი ვეგანური შოკოლადის ტარტის მომზადება, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ რომ თქვენთვის არის შექმნილი. ხრაშუნა ბისკვიტი და ქოქოსის რძითა და კაკაოს ფხვნილით დამზადებული გემრიელი შოკოლადის შიგთავსით, ეს ტარტი აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას თქვენს სტუმრებზე.
სხვა ვეგანური დესერტის მსგავსად, ეს შოკოლადის ტარტი შესანიშნავი დესერტია სხვადასხვა სიტუაციისთვის. მისი მომზადება მარტივია და არც თუ ისე დიდ დროს მოითხოვს.
როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტარტი
როგორც აღვნიშნეთ, ამ ვეგანური ტარტის მომზადება საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ მოკლე დროში. დაგჭირდებათ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფქვილი, ქოქოსის რძე, ოქროს სიროფი და დამატებით რამოდენიმე ინგრედიენტი.
ინგრედიენტები
მომზადების წესი
გააცხელეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე, დააქუცმაცეთ ორცხობილა თასში, შეურიეთ კაკაო, ფქვილი, სიროფი და იმ ოდენობით ვეგანური კარაქი, რითაც მიიღებთ ცომს.
წაუსვით კარაქი ტარტის ფორმას და მიღებული მასა დაჭერით. გამოაცხვეთ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადადეთ გვერდზე გასაციებლად.
ამასობაში უნდა გააკეთოთ შიგთავსი. გახსენით ქოქოსის რძის ქილა, რომელიც გამოყოფილი იქნება ზემოდან წყლით და სქელი ქოქოსის მასა ქვედა ნაწილში. გადაასხით წყალი და ჩაყარეთ ქოქოსის მასა თასში.
შავი შოკოლადი დაჭერით ნაჭრებად და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში, მაღალ გრადუსზე, დაახლოებით 10 წამის განმავლობაში. შემდეგ, გამდნარ შოკოლადს დაამატეთ ქოქოსი, ოქროს სიროფი და ათქვიფეთ მანამ, სანამ ქოქოსის კარგად არ შეერევა მთლიან მასას.
სასურველი მასის მიღების შემდეგ, გადაანაწილეთ ეს მასა ტარტზე და შედგით მაცივარში 3-4 საათით, ან მთელი ღამით.
ამის შემდეგ კი მოაყარეთ ჟოლო ან ნებისმიერი სხვა ხილი და მიირთვით. ინახება მაცივარში სამი დღის განმავლობაში და გამოცხობიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ ნამდვილად უკეთესი გემო აქვს.