ვეგანური ლიმონის ჩიზქეიქი არის გემრიელი დესერტი, რომელიც ძალიან უხდება ჩაის ან ყავას. ეს რეცეპტი შესანიშნავია მათთვის, ვინც მიჰყვება ვეგანურ დიეტას, აქვს ლაქტოზას აუტანლობა ან უბრალოდ სურს დატკბეს უგემრიელესი დესერტით.

ვეგანური ვაფლის მსგავსად, ამ კონკრეტული ვეგანური ჩიზქეიქის მოზადება ძალიან მარტივია და ის სულ რამოდენიმე წუთში მზადდება.

ვეგანური ჩიზქეიქი

როგორ მოვამზადოთ ვეგანური ჩიზქეიქი

ამ ვეგანური ლიმონიანი ჩიზქეიქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნუში, ქოქოსის ზეთი და ფინიკი. ხოლო ტოპინგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი სიროპი ან ხილი, მაგრამ ამ რეცეპტში გამოვიყენებთ აკაჟუს და აგავას სიროპს.

მომზადების დრო15 წთ
პორცია12
კალორია297

ინგრედიენტები

  • ქოქოსის ზეთი: 80 გრ
  • ნუში: 100 გრ
  • ფინიკი: 100 გრ
  • აკაჟუ: 300 გრ
  • აგავას სიროფი: 2.5 სკ
  • ნუშის რძე: 150 მლ
  • ლიმონი: 2 ც

მომზადების წესი

აკაჟუ მოათავსეთ დიდ ჯამში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ამასობაში, აურიეთ ინგრედიენტები და დაამატეთ ძალიან ცოტა მარილი. ტარტის ფორმას წაუსვით ქოქოსის ზეთი, დაამატეთ მომზადებული ინგრედიენტები და შედგით მაცივარში გასამაგრებლად (დაახლოებით 30 წთ).

გადაწურეთ აკაჟუ და მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში და დაუმატეთ ზემოდან დარჩენილი ინგრედიენტები. ამასობაში, მოათავსეთ ლიმონის ცედრას მეოთხედი სველ სამზარეულოს ქაღალდში და გევრდზე გადადეთ.

აურიეთ სამზარეულოს კომბაინში მოთავსებული ინგრედიენტები სამან ნაზი და გლუვი არ გახდება. დაასხით ტარტზე და შედგით მაცივარში (დაახლოებით 2 სთ). მირთმევამდე მოაყარეთ ლიმონის ცედრა.