ვეგანური ბურიტოს რეცეპტი საკმაოდ მარტივია და მისი მომზადება ყველას შეუძლია. ეს სწრაფად მოსამზადებელი კერძი შესანიშნავია სხვადასხვა შეკრებებისთვის, პიკნიკზე წასაღებად, ან შეგიძლიათ უბრალოდ ლანჩზე მიირთვათ.
ვეგანური ბურიტო სავსეა სხვადასხვა ბოსტნეულით, რაც მას მრავალფეროვან არომატებს მატებს და ასევე, ის საკმაოდ მსუბუქი კერძია. ის შესანიშნავი წასახემსებელი კერძია არავეგანებისთვისაც.
როგორ მოვამზადოთ ვეგანური ბურიტო
როგორც ფალაფელის ბურგერი, ამ ვეგანური ბურიტოს მომზადებაც ძალიან მცირე დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ბოსტნეულის და ვეგანური ინგრედიენტების შიგთავსი გახვეულია ტორტილას ცომში და ის საკმაოდ კალორიულია.
ინგრედიენტები
მომზადების წესი
ლობიოს მოსამზადებლად ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოთუშეთ ნიორი ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი აურიეთ ჩიპოტელის პასტა. ჩაყარეთ პომიდორი, აურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ სანამ არ გასქელდება. რამოდენიმე წუთიანი ხარშვის შემდეგ დაუმატეთ ქინძი.
მოხარშეთ ბრინჯი, ან უკვე მოხარშული შეათბეთ, დაამატეთ ლაიმის წვენი, წითელი ხახვი, თხილი და კარგად შეაზავეთ.
ამის შემდეგ, გაშალეთ ტორტილები და მოაყარეთ ისპანახი, დაამატეთ ავოკადოს ნაჭრები და ბრინჯი, შემდეგ მოაყარეთ ლობიოს ნაზავი. თუ გნებავთ, დაუმატეთ ცხელი სოუსი.
შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, კარგად გაახვიოთ შიგთავსი ტორტილას ცომში და მიირთვათ. სიმჭიდროვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოლგა.