ვეგანური ვაშლის ნამცხვარი შესანიშნავი დესერტია არა მხოლოდ ვეგანებისთვის, არამედ ვეგეტრიანელებისთვის და არა ვეგანებისთვის. ის მზადდება ისეთი პროდუქტისგან, როგორიცაა ლიმონი, შვრიის რძე, ყავისფერი შაქარი, ნუშის ექსტრაქტი და სხვა ვეგანური ინგრედიენტი.
ახალი, წვნიანი ვაშლის, ლიმონის და ნუშის სასიამოვნო კომბინაციით, ეს ვაშლის ნამცხვარი ნამდვილად მოეწონება ყველა ტკბილეულის მოყვარულს. ეს არის შესანიშნავი ნამცხვარი საუზმისთვის, ლანჩისთვის, ან შეგიძლიათ სტუმრებს გაუმასპინძლდეთ და ისინი ნამდვილად დიდ სიამოვნება სმიიღებენ.
როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი
ეს კონკრეტული ვაშლის ნამცხვარი, რომელიც ძალიან კარგი ვეგანური დესერტია, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. თქვენ დაგჭირდებათ ინგრედიენტები როგორიცაა ფქვილი, შაქარი, ვაშლი, ნუში და მისი მომზადებას დაახლოებით ერთ საათი და ოცი წუთი სჭირდება.
ინგრედიენტები
მომზადების წესი
წაუსვით 20 სმ სიღრმის ნამცხვრის ფორმას კარაქი და მოათავსეთ საცხობ პერგამენტზე. გააცხელეთ ღუმელი 160/180 გრადუსზე, ჩაასხით შვრიის რძე ქილაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და გააჩერეთ 5 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.
ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი მოათავსეთ დიდ ჯამში, დაასხით შესქელებული შვრიის რძის და ნუშის ექსტრაქტის ნაერთი, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ კი ათქვიფეთ ყველაფერი ელექტრო სათქვეფის გამოყენებით.
ვაშლი ჩაყარეთ მეორე დიდ თასში, მოაყარეთ დამატებით 1 სუფრის კოვზი ფქვილი და გადააფარეთ ნაჭერი ან სხვა რამ. მოაყარეთ ვაშლები ნამცხვრის ცომს სპატულის გამოყენებით, შემდეგ კი, მიღებული მასა კმოათავსეთ მომზადებულ ფორმაში და მოაყარეთ ნუში.
იმისათვის, რომ ვაშლის ნამცხვარი კარგი გამოვიდეს, მოათავსეთ ღუმელის ცენტრში ერთი საათი და ოცი წუთის განმავლობაში. მან უნდ ამიიღოს ოქროს შეფერილობა და უნდა გამყარდეს. ამის შემდეგ, რამოდენიმე წუთის განმავლობაში დატოვეთ ფორმაში გასაცივებლად.
შეგიძლიათ მიირთვათ თბილი, ან გააგრილოთ და შემდეგ დატკბეთ მისი გემოთი. მისი შენახვა შეიძლება სამი დღის განმავლობაში, კონტეინერში მოთავსებული.