ჰეში ამერიკული კერძია, რომელიც შეგიძლიათ საუზმეზე მიირთვათ კვერცხთან ერთად. ის მზადდება ხორცით და კარტოფილით, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ მისი ვეგანური ალტერნატივა.

ვეგანური სოკოს და კარტოფილის ჰაშის მოსამზადებლად ძალიან ცოტა ინგრედიენტი და დრო არის საჭირო. ის შეიცავს D ვიტამინს და ძალიან გემრიელია.

სოკოს და კარტოფილის ჰაში

როგორ მოვამზადოთ სოკოს და კარტოფილის ჰაში

ვეგანური სოკოს და კარტოფილის ჰაშის მომზადებას 1 საათზე ნაკლები ჭირდება და ასევე, რამოდენიმე ინგრედიენტი. ის ძალიან გემრიელი სასაუზმე კერძია და ეს კონკრეტული რეცეპტი განკუთვნილია ორ პორციაზე.

მომზადების დრო50 წთ
პორცია2
კალორია484

ინგრედიენტები

  • შვრია: 100 გრ
  • სოიოს რძე: 70 მლ
  • ფქვილი: 0.5 ჩკ
  • კარტოფილი: 2 ც
  • რაფსის ზეთი: 2 სკ
  • სოკო: 200 გრ
  • ხახვი: 1 ც
  • შებოლილი პაპრიკა: 1 ჩკ
  • ჩერი პომიდორი: 4 ც

მომზადების წესი

დიდ თასში ჩაყარეთ შვრია, დაამატეთ სოიოს რძე და დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით, რათა კარგად შეერიოს ისინი ერთმანეთს და მიიღოთ ფაფისებრი მასა. შვრიამ რომ კარგად შეიწოვოს სოიოს რძე, გააჩერეთ 10 წუთი ს განმავლობაში.

ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში. გააცხელეთ ზეთი დიდ არაწებოვან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ სოკო, ხახვი და პაპრიკა რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. ჩაყარეთ კარტოფილი და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, დაამატეთ პომიდორი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.

შვრიის ნარევი ახლა უკვე გამყარებული უნდა იყოს. ხელით მოაყარეთ გამაფხვიერებელი, შემდეგ გაანახევრეთ ნარევი. სველი ხელებით დაჭერით ნარევის ნახევარი საჭრელ დაფაზე, რომ მიიღოთ თხელი დისკი, როგორც ბლინი. ფრთხილად ამოიღეთ იგი დანით და მოხარშეთ მშრალ არაწებოვან ტაფაზე 2 წუთის განმავლობაში, ორივე მხარეს. გადმოდგით თეფშზე და გაიმეორეთ იგივე პრიცესი მეორე ნაწილისთვის.