ფალაფელის ბურგერი არავეგანებისთვისაც შესანიშნავია და ის გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და ძალიან დაბალი კალორიულობით. ის შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ დროს.

გარდა დაბალი კალორიულობისა, ის შეიცავს ძალიან მცირე ოდენობით ცხიმს, შაქარს და მარილს. მართალია, მან შეიძლება არ დაგანაყროთ, მაგრამ ძალიან გემრიელი, ჯანსაღი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია.

ფალაფელის ბურგერი

როგორ მოვამზადოთ ფალაფელის ბურგერი

ფალაფელის მოსამზადებლად ძალიან მცირე ძალისხმევა დაგჭირდებათ, რადგან შეგიძლიათ ის სულ რაღაც 15-20 წუთში მოამზადოთ. ასევე, არც თუ ისე ბევრი ინგრედიენტია საჭირო. ასე, რომ ძალიან სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უგემრიელესი ბურგერი.

მომზადების დრო20 წთ
პორცია4
კალორია161

ინგრედიენტები

  • მუხუდო: 400 გრ
  • ხახვი: 1 ც
  • ნიორი: 1 კბ
  • ოხრახუში
  • დაფქვილი ძირა: 1 ჩკ
  • დაფქვილი ქინძი: 1 ჩკ
  • წიწაკის სუნელი: 0.5 ჩკ
  • ფქვილი: 2 სკ
  • მზესუმზირის ზეთი: 2 სკ
  • პიტას პური
  • პომიდვრის სალსა: 200 გრ
  • მწვანე სალათის ფურცლები

მომზადების წესი

მუხუდო გადაწურეთ, მოათავსეთ რაიმე ტილოზე ან ქაღალდზე გასაშრობად. შემდეგ, მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში ხახვთან, ნიორთან, ოხრახუშით, წიწაკის სუნელთან და ქინძთან ერთად. დაამატეთ ფქვილი და ცოტა მარილი. აურიეთ სანამ არ გახდება მკვრივი, დაყავით ოთხ ნაწილად და მიეცით შესაბამისი ფორმა.

გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი ტაფაში და შეწვით ფალაფელის ბურთულები 3 წუთის განმავლობაში თითო მხრიდან, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. მიირთვით შემწვარ პიტას პურთან, პომიდვრის სალსასთან და მწვანე სალათის ფურცლებთან ერთად.