ლაქტოზა არის შაქრის ტიპი, რომელიც გვხვდება რძესა და რძის პროდუქტებში და ლაქტოზის აუტანლობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაქტოზის აუტანლობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, ის იწვევს დისკომფორტს.

სასურველია მის შესახებ მეტი რამ ვიცოდეთ – რა არის ის, რა იწვევს მას და რა სიმპტომები ახასიათებს.

რა არის ლაქტოზის აუტანლობა

რძე და ორცხობილა

ლაქტოზის აუტანლობა არის საჭმლის მომნელებელი სისტემის გავრცელებული დარღვევა, რომელიც ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს არ შეუძლია ლაქტოზის მონელება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაქტოზის აუტანლობა არ არის ალერგია რძეზე ან რძის პროდუქტებზე. კვებითი ალერგია გულისხმობს იმუნური სისტემის რეაქციას კონკრეტულ საკვებზე, რაც უფრო რთულ სიმპტომებს იწვევს.

გამომწვევი მიზეზები

ამის მიზეზი არის ლაქტაზას დეფიციტი, ფერმენტი, რომელიც წარმოიქმნება წვრილ ნაწლავში, რომელიც პასუხისმგებელია ლაქტოზის დაშლაზე უფრო მარტივ შაქრებად, როგორიცაა გლუკოზა და გალაქტოზა, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს.

როდესაც ლაქტოზა ნაწლავში მოუნელებელი რჩება, ის გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ურთიერთქმედებს ნაწლავის ბაქტერიებთან და იწვევს ფერმენტაციას, რაც იწვევს გაზების წარმოებას, როგორიცაა წყალბადი, მეთანი და ნახშირორჟანგი. ამ გაზებმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და დიარეა.

ტიპები

ლაქტოზის აუტანლობა იყოფა სამ ტიპად: პირველადი, მეორადი და თანდაყოლილი ლაქტოზის აუტანლობა.

პირველადი ლაქტოზის აუტანლობა ყველაზე გავრცელებული ტიპია და ვითარდება დროთა განმავლობაში, როგორც წესი, ბავშვობის შემდეგ.

მეორადი ლაქტოზის აუტანლობა ვითარდება წვრილი ნაწლავის დაზიანებისას, რაც ამცირებს ლაქტაზას გამომუშავებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციისგან ან ანთებისგან და ძირითადად დროებითი და ადვილად განკურნებადი.

თანდაყოლილი ლაქტოზის აუტანლობა იშვიათი გენეტიკური აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ახალშობილებზე. ის მშობლისგან გენეტიკურად გადაეცემა ბავშვს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელს აქვს ლაქტოზის აუტანლობა

ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის მქონე ბავშვები უნდა მოვარიდოთ ლაქტოზას შემცველ ყველა საკვებს, მათ შორის დედის რძეს.

ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები

ლაქტოზის აუტანლობის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს და ხშირად დამოკიდებულია მოხმარებული ლაქტოზას რაოდენობაზე.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები უკავშირდება საჭმლის მონელებას და იწვევს პრობლემებს, როგორიცაა შებერილობა, გაზები, დიარეა, მუცლის ტკივილი და გულისრევა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს რძის პროდუქტის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში, ლაქტოზის აუტანლობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი და კონცენტრაციის დაკარგვაც კი.

ლაქტოზის აუტანლობა და ვეგანიზმი

ბოსტნეული

ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზის აუტანლობა, ხშირად უჭირთ ვეგანური დიეტის დაცვა, რადგან სხვადასხვა ვეგანური კერძი და პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს ლაქტოზას.

პროდუქტი, რომელიც ლაქტოზის აუტანლობის მქონე ვეგანმა შეიძლება მიირთვას, არის ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო და ცხოვეულირი რძის ალტერნატივა – ნუშის ან სოიოს რძე.

ასევე, ვეგანმა აუცილებელია მიიღოს ცილის, პროტეინის, ვიტამინ B12 და ვიტამინ D შემცველი პროდუქტი. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი ვეგანური რეცეპტი სვხადასხვა ტიპის კერძებისთვის და დესერტებისთვის.

მაგალითად, თუ ვეგანი ბრძანდებით, შეგიძლიათ მოამზადოთ ვეგანური ბურიტო, ხოლო ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ მიირთვან ისეთი დესერტები, როგორიცაა შოკოლადის ტარტი ან ლიმონის ჩიქზეიქი.

შეჯამება

ასე, რომ თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ, აუცილებელია იცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და რომელი პროდუქტი უნდა აირიდოთ თავიდან. თუმცა, არსებობს ლაქტოზას შემცველი პროდუქტის მრავალი ალტერნატივა რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ.